weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

22:14 პარასკევი, 28 თებერვალი 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი 31 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. პაციენტმა საავადმყოფოს თავად მიმართა. ის „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია.

„როგორც ვიცი ამ ქალს განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა იმ პირებთან, რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა. მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად თვითდინებით მოვიდა ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები, შემოვიყვანთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. „გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. თბილისში მობილიზებული არის, როგორც ინფექციური ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]