weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

11:46 ხუთშაბათი, 05 მარტი 2020

ხევსურეთში, სოფელ შატილში გასულ წელს დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად მთის ფონდიდან 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მალე დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შატილის სკოლა–პანსიონში 8 მოსწავლეა, მათგან 5 სოფელ მუცოდანაა და სწავლის გარდა, პანსიონის მეორე სართულზე ცხოვრობდნენ. სკოლა–პანსიონი 2005 წელს, გერმანელი დონორების დაფინანსებით იყო აშენებული. 2019 წლის ზაფხულში მას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც მთის განვითარების ფონდიდან დაახლოებით 160 ათასი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირებულ შენობაში სასწავლო პროცესი 16 ოქტომბერს ისე განახლდა, რომ ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა. სკოლაში ხანძარი 17 ოქტომბერს გაჩნდა და მთლიანად დაიწვა. ბავშვებმა შენობის დატოვება მოასწრეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]