weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

13:34 სამშაბათი, 10 მარტი 2020

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავი ბავშვის, 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული. მოსამართლემ დამნაშავეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადე მას შემდეგ დააკავა, რაც 5 ივნისს, სააგენტო „რეგინფომ“ გოგოს გაუპატიურების შესახებ მასალა გამოაქვეყნა. 16 წლის არასრულწლოვანი ი.ბ.-ს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ 31 მაისს ბავშვი გააჩინა. სიჩუმის სანაცვლოდ მას მოძალადის 14 წლის შვილზე დანიშვნას სთავაზობდნენ იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაკავებული ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა.

დაზარალებული გოგონას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]