weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

აჭარის ტელევიზიის მთავარ გამოშვებას ყოფილი საჯარო მოსამსახურე წაიყვანს

15:09 ორშაბათი, 16 მარტი 2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, აჭარის საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს. ქობულაძე მანამდე tv 25-ში მუშაობდა გადაცემის „საზოგადოებრივი პოზიცია“ წამყვანად.

„დღეს პირველი სამუშაო დღე გვაქვს. საქმე გვიჩვენებს. თუ გახდება საჭირო ხმის ამოღება გავლენებზე, ამაზეც ვისაუბრებ ხმამაღლა, ამასაც არ დავმალავ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ასახსნელი არაფერი მაქვს. არასდროს არ მიმუშავია წნეხის და ჩექმის ქვეშ. შესაბამისად გამოწვევების არ მეშინია“, - უთხრა ნაზიბროლა ქობულაძემ აჭარის ტელევიზიას.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან პარასკევს, 13 მარტს გაათავისუფლეს. ერთი კვირით ადრე კი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებით ეთერიდან მოხსნეს.

თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გაშვებამდე, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა შორენა ღლონტი, მისი მოადგილის პოზიცია კი, რომელსაც მაია მერკვილაძე იკავებდა, გააუქმა. ღლონტს და მერკვილაძეს დირექტორმა კონტრაქტები სხვა პოზიციებზე გაუგრძელა. მანამდე, აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს კიდევ 2 პროდიუსერი.

შორენა ღლონტი, მაია მეკრვილაძე და თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორს სასამართლოში უჩივიან და დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენას ითხოვენ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]