weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი 3000 ლარით დაჯარიმდება

13:56 ოთხშაბათი, 18 მარტი 2020

კარანტინის, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობაა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ, დამრღვევ პირს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

„ახალი კორონავირუსი (COVID 19) 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირთა ნაწილი იმყოფება ე.წ. თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. თუმცა, არის ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც, სამწუხაროდ, ეს პირები არ იჩენენ სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არღვევენ თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმს, რითიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ მივიღეთ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

34-დან ერთი, პირველი პაციენტი, რომელიც ირანიდან შემოვიდა გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს. კარანტინში რჩება 1008 ადამიანი, სტაციონარში — 64.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 17 მარტის მონაცემებით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება 1008 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში 64. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა თბილისში, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის , მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 99 ადამიანია გადაყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]