weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მეჩეთებში ლოცვის ჯგუფურად შესრულება დროებით შეჩერდა

23:51 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუსლიმურ სამლოცველოებში ლოცვის ჯგუფურად შესრულება დროებით შეჩერდა. სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის განცხადებით, მეჩეთების კარი ღია იქნება მომლოცველებისთვის, თუმცა ლოცვები ინდივიდუალურად იქნება შესაძლებელი.

დღესვე პანკისის მოსახლეობას მიმართა ხეობის სალაფიტური თემის იმამმა ზურაბ ქავთარაშვილმა. იმამი მოქალაქეებს მოუწოდებს, მისალმებისა და მოკითხვის დროს ხელის ჩამორთმევისგან თავი შეკავონ, რადგან ვირუსი პირველ რიგში ფიზიკური კონტაქტით გადადის და ერთმანეთთან დისტანცია ყველამ უნდა დაიცვას.

„ისინი, ვინც ცუდად გრძნობენ თავს, შეიძლება კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდეთ, მაგრამ ახველებთ, სიცხე აქვთ და ა.შ. მოერიდონ მეჩეთში, დაკრძალვაზე ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს. ასევე, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ან ხეობის გარეთ, დიდ ქალაქებში ან რეგიონებში ხშირად მოძრავი ადამიანები, უკეთესი იქნება მოერიდონ მეჩეთში მოსვლას და ლოცვა სახლში შეასრულონ“, - აღნიშნა ზურაბ ქავთარაშვილმა.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. 40 ინფიცირებული ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია. 18 მარტიდან საქართველოში აკრძალულია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანა. დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტები და დაკეტილია საზღვრები. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 20 მარტიდან იხურება სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა. 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის საქართველოს თავდაცვის ძალები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]