weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

21 მარტიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება

12:48 პარასკევი, 20 მარტი 2020

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც წარმოებულია საქართველოს ავიახაზების მიერ და კოორდინებულია საქართველოს მთავრობასთან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოში შემოვა, კარანტინს გაივლის.

„იცით, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ყველა ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან შემოვა, გადაინაცვლებს საკარანტინო სივრცეში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. მათ მიმართ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით,“ -  აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი. 43-დან ჯერ მხოლოდ 1 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]