weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

15:45 შაბათი, 21 მარტი 2020

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

„ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პანდემიისათვის გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანვე. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ მე-2 მუხლის თანახმად,

გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადგილების, მიმოსვლის, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები",- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება  დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ ეტაპზე ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეების მობილურობას და მოვუწოდებთ მათ კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, მოქალაქეების და რა თქმა უნდა ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. თუ ამის აუცილებლობა დადგა ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალებაც გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]