weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

22:20 კვირა, 22 მარტი 2020

მარნეულში 62 წლის ქალს, რომელიც ორმხრივი პნევმონიით ჯეოჰოსპიტალსის ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში ოთხი დღის წინ მოათავსეს, კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მარნეულის სამსახურის ხელმძღვანელის ეთერ ლაფერაძის განცხადებით, 62 წლის ქალს კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანიდან დაბრუნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზე ამ დროისთვის 86 კონტაქტია დადგენილი. მისივე ინფორმაციით, კონტაქტები უფრო მეტია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირებისთვის მუშაობას აგრძელებს.

დადასტურებული ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში მოთავსებამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმყოფებოდა, მათ შორის ახლობლის წლისთავზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვიის ინფორმაციით, პაციენტის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ექიმებს კი ჯერ-ჯერობით თვითიზოლაციის საჭიროება არ აქვთ. ისინი პაციენტთან დაცულ კონტაქტში იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]