weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 ცენტრში მუშაობა შეჩერებულია

12:01 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია.

იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც. რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს, მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა.

23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებში, ასევე ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა.

სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება, სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, აღნიშნულ ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.

გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]