weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსუბუქი ტაქსის მძღოლებს შეზღუდვები დაუწესდათ

14:26 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მოძრაობის აკრძალვა არ ეხება შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს. თუმცა, მსუბუქი ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. კერძოდ, მათ ეკრძალებათ ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა და  მგზავრის წინა სავარძელზე მოთავსება. ასევე, ისინი ვალდებულნი არიან იმოძრაონ ჩაწეული ფანჯრებით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, აღნიშნული დროებითი აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გურჯაანელ ტაქსის მძღოლებს გუშინ საღამოს გააცნეს. ამ წესების დაცვას, სწორედ აღნიშნული სამსახური შსს-თან ერთად გაუწევს კონტროლს.

„გამომდინარე იქიდან, რომ გურჯანში მოძრავი მსუბუქი ტაქსები ჩვენი მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების ძირითადი საშუალებაა და ფაქტობრივად, წარმოადგენს შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, მათ ეს აკრძალვა არ ეხებათ.  მაგრამ, ჩვენი მოსახლეობის ვირუსისგან დაცვისთვის, მგზავრთა გადაყვანის წესებზე, დავაწესეთ გარკვეული შეზღუდვები. აქვე გეტყვით, რომ უკვე კვირაზე მეტია, მერიამ  მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა, რათა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამუშავება. მოვუწუდებ მძღოლებს დაიცვან აღნიშნული წესები, რათა ყველამ ერთად შევძლოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე“, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

R- გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]