weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

14:43 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020

თიბისი შენთვის“ - თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა - „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა  ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობის მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.

R - თიბისი ბანკის ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]