weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაზიანში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დაიწყო

13:50 კვირა, 30 ივლისი 2017

ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ორკვირიან სწავლებაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნებში ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება.

სწავლების გახსნაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და მის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ამ სახელით „ღირსეული პარტნიორი“, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. ამიტომ გულითადად მივესალმები ჩვენს გერმანელ, თურქ, ესპანელ, რუმინელ, სლოვენიელ, სომეხ და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის მსგავსი საერთაშორისო სწავლებები უმნიშვნელოვანესია, რადგან თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, მასში მონაწილე ქვეყნებს NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო აახლოებს.

მრავალეროვნული სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და მისი მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. წვრთნები, რომელშიც 2800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, მიზნად ისახავს სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, NATO-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, NATO-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]