„უკვე მოხდა პერსონალის გადამზადება, ასევე, მათი აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით. კარანტინში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს სრული კომფორტი ექნებათ“,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
გუბერნატორის თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 329 პირი იმყოფება, თვითიზოლაცია 63-მა პირმა დაასრულა, კარანტინში გადაყვანილია - 26 ადამიანი.