weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს

14:38 ხუთშაბათი, 26 მარტი 2020

ვაზიანის სამხედრო ნაწილიდან 5 სამხედრო მოსამსახურე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ხუთი ჯარისკაციდან ოთხს ტემპერატურა აღარ აქვს, ერთს კი პნევმონია დაუდგინდა და მკურნალობა დაენიშნა. კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.

„მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვს. წუხელ როცა მოიყვანეს, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას პნევმონია აღმოაჩნდა და სხვა პალატაშია განთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში. იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა ლალი ტურძელაძემ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

„მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება“, - ნათქვამია თავდაცვის სმაინისტროს განცხადებაში.

23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. საგანგებო წესრიგს პოლიცია და თავდაცვის ძალები იცავენ. რაიონებში ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს ჯარი აკონტროლებს. მარნეულში საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. მთავრობამ მარნეულის და ბოლნისის რაიონები მას შემდეგ დახურა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის ქალს, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის კლინიკაში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი და ირიბი კავშირი 1700-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]