weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში პირბადეების დარიგებისას ხალხმრავლობის გამო ახალგაზრდები დააჯარიმეს

23:26 ხუთშაბათი, 26 მარტი 2020
ფოტო გამოყენებულია რადიო ათინათის ვიდეომასალიდან ფოტო გამოყენებულია რადიო ათინათის ვიდეომასალიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ, ზუგდიდში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით პირბადეების დარიგებისას ხალხის სიმრავლის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 15 000 ლარით დააჯარიმა. საპატრულო პოლიცია ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ედავება.

სამართალდარღვევის ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს, ზუგდიდში, 100-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

ორგანიზაცია პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარსა და ხელთათმანებს საჩუქრად არიგებდა. კორონავირუსის გამო აფთიაქებსა და სავაჭრო ქსელებში, უკვე ორ კვირაზე მეტია აღნიშნული პროდუქციის დეფიციტია.

„არ არის ახლა პიარის დრო და ვიღაცამ რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს“?! - ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზუგდიდში გამართულ აქციას.

„რამდენიმე დღის წინ, ჩემს საჯარო მიმართვაში, ვუთხარი ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას აქვს ყველა ის საჭირო დამცავი ატრიბუტი, რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და თხოვნით მივმართე მთავრობას, წაეღოთ ეს მარაგი და თავად დაერიგებინათ მოსახლეობისთვის. მათ უგულებელყვეს ეს შეთავაზება და ახლა აქეთ სდებენ ბრალს ბიბლიოთეკას და მის მოხალისეებს“, - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 10-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება აკრძალულია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]