weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

17:10 პარასკევი, 27 მარტი 2020

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, ვაზიანის სამხედრო ნაწილიდან საავადმყოფოში გადაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთ-ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

„ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. საგანგებო წესრიგს პოლიცია და თავდაცვის ძალები იცავენ. რაიონებში ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს ჯარი აკონტროლებს. მარნეულში საველე ჰოსპიტალია მოწყობილი. მთავრობამ მარნეულის და ბოლნისის რაიონები მას შემდეგ დახურა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა 62 წლის ქალს, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის კლინიკაში იყო მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულ ქალთან პირდაპირი და ირიბი კავშირი 1700-მდე მოქალაქეს ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]