ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ერთი ასაკოვანი ქალი ყველაზე მძიმედაა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ და გარკვეულწილად მუდმივად პროგრესირება გვაქვს. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. დაავადებამ ნებისმიერ დროს შეიძლება პროგრესირება განიცადოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.