ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად ვეჯინში, ნათესავთან საჩხერიდან იყო ჩასული. ინციდენტის დროს სახლში მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს და ისიც გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარ შემთხვევამდე, აღნიშნულ პირებს შორის ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტებზე შეტყობინება არ ფიქსირდება.