weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქედის მუნიციპალიტეტში COVID-19 სწრაფი რეაგირების გრანტები გამოცხადდა

14:39 სამშაბათი, 31 მარტი 2020

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსს: „ახალი გამოწვევები - ახალი შესაძლებლობები“. კონკურსის მიზანია სწრაფი რეაგირება მოახდინოს და უპასუხოს იმ ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დადგა საქართველო კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული COVID-19 პანდემიის შედეგად.  

საგრანტო კონკურსი დაიწყო 27 მარტს და დასრულდება 6 აპრილს 18:00 საათზე.

  • საგრანტო კონკურსი მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:
  • ონლაინ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, მათ შორის ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთოხების წესებთან მიმართებაში;
  • მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა;
  • სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  • ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს ქედის მუნიციპალიტეტზე. გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 3 000 ევროს ექვივალენტი ლარში.

განაცხადების წარდგენა შეუძლია საქართველოში მოქმედ შემდეგ ერთეულებს: საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის საინიციატივო ჯგუფები; კოოპერატივები; ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები. აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარდგენის უფლება.

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2wGctDs საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე.

განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა, სამოქმედო გეგმა და ბიუეჯტი) ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. გაგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ საგრანტო კონკურსის დასახელება - ახალი გამოწვევები - ახალი შესაძლებლობები.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქედის LAG-ის თავმჯდომარეს, გიორგი აბულაძეს: 577 17 37 06

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]