weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან - ჯანდაცვის მინისტრი

14:14 ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020

„კორონავირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. რამდენად ხანგრძლივი და რა ოდენობის პაციენტები გვეყოლება ჩვენ უკვე აპრილის ბოლოს და მაისში, ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება უკვე მისი შეკავება, დამოკიდებულია - რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო გუნდის მხრიდან, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან უმეტესობა უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა ან საკარანტინო ზონებიდან.

„ის მოლოდინი, რომ ამ ეტაპისთვის, დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, ჩვენ მივყვებით დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს მაინც კონტროლირებადია. 10 ახალი პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან დადგენილია და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც ჩვენი პაციენტები არიან განთავსებულნი. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ ეს არის უკვე განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდეგი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი ფორმები ექნებათ, მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგავწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ

ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.

მათი პირველადი კომუნიკაცია მოხდება სატელოფონო ზარით და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და შესაბამისად დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ შემდეგს. თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ის ძირითადი სქემა, რომლითაც ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციის და კოორდინაციის შემდეგ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]