weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხვალიდან ლოცვები 16 საათზე დაიწყება და ეკლესიები 20 საათზე დაიკეტება

12:19 პარასკევი, 03 აპრილი 2020

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს რეკომენდაცია მისცა, ხვალიდან, 4 აპრილიდან, ლოცვები 16:00 საათზე დაიწყოს და 20 საათზე ეკლესიები დაიკეტოს.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რამდენიმე დღის წინ, პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ ის მორწმუნეები, რომლებიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, სახლში დარჩნენ. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებთ საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]