weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

13:16 შაბათი, 04 აპრილი 2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს, დილით გარდაიცვალა 79 წლის ქალი ქვემო ქართლიდან, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„31 მარტს, ჩვენს კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი, 79 წლის ქალი, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვიდ ინფექცია. ამ პაციენტის ანამნეზში ბოლო 6 თვის განმავლობაში იყო მკვეთრი წონის დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა არაეფექტური. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 28, გარდაცვლილია 1 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია - 5526 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]