weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსით გარდაცვლილი სპეციალური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს

13:57 შაბათი, 04 აპრილი 2020

COVID-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარი სპეციალური წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს. აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება არეგულირებს.

„COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა;

გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან.

შემდგომ ხდება გვამის ჩანთის ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთას გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო.

გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში უნდა მოხდეს გვამის ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება. დროებითი დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.

გვამის გადასვენება ხორციელდება სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია;

საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა; ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევაში, მკაცრად უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების მოთხოვნები.

სამედიცინო დაწესებულების, პროზექტურის, დამკრძალავი/სარიტუალო სამსახურების ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის დადასტურებულ, ან სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვლილის გვამთან, აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური საშუალებებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]