weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 22 წლის ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

16:23 შაბათი, 04 აპრილი 2020
ბათუმელების ფოტო ბათუმელების ფოტო

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, რომელიც კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, 22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე გაუჩინარდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გემის კაპიტნისგან მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

„როგორც ანგარიშიდან იკვეთება, გაუჩინარება უკავშირდება მეზღვაურის მიერ გემიდან გადახტომას, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებულია კაპიტნის მხრიდან, თუმცა ჯერ-ჯერობით არ არის ოფიციალური გამოძიება. გემი იმყოფება პანამის დროშის ქვეშ, შესაბამისად, მასზე ვრცელდება პანამის სახელმწიფო იურისდიქცია. მიუხედავად ამ იურისდიქციისა, გემი შევიდა საფრანგეთში და იქ საქართველოს საელჩომ ჩვენი შუამდგომლობით, მოითხოვა გემის სრული ინსპექტირება, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ჟანდარმერია და პროფკავშირები. კაპიტნის განცხადებით, ვინაიდან საუბარია თვითმკვლელობაზე, დამატებით გამოძიებას ესაჭიროება პანამის თანხმობა. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა იკვეთება, რომ არსებობს რაღაც დოკუმენტური მასალა, რის საფუძველზეც კაპიტანი ამბობს, რომ მოხდა თვითმკვლელობა“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე აჭარის ტელევიზიასთან საუბარში. მისივე თქმით, ანგარიშიდან ასევე გაიგეს, რომ ეკიპაჟის წევრები დაკარგულ მეზღვაურს ეძებდნენ, თუმცა მისი პოვნა ვერ მოახერხეს.

„25 მარტს ველაპარაკე ჩვეულებრივად, ვიდრე გემი პორტიდან გავიდოდა. არც მაშინ და არც მანამდე არაფერი ისეთი არ ყოფილა მის მესიჯებში, რაც მაფიქრებინებდა, რომ ის ცუდად იყო. ამიტომ, მე პირადად არ მიმაჩნია სარწმუნო ვერსიად თვითმკვლელობა. გემის კაპიტანი წერს, რომ 23 რიცხვში შევამჩნიეთ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებიო. მაქვს კითხვები, თუ 23-ში ეს შეამჩნიეს, რატომ აიყვანეს 25-ში გემზე? რატომ არ შეატყობინეს გემთმფლობელ კომპანიას? რა გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემი ძმა უსაფრთხოდ ყოფილიყო?“, - ციტირებს „ბათუმელები“ დაკარგული მეზღვაურის ძმის, ბაჩო შაშიკაძის კომენტარს.

ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. ის მეორედ იყო გასული შორეულ ნაოსნობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]