weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველამ უნდა მოიხადოს, კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა - ლევან რატიანი

14:42 სამშაბათი, 07 აპრილი 2020

„მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ - ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ეს ინდივიდუალურია.

„სულ ვუყურებ გადაცემებს, ვუყურებ ყველა მეცნიერს და ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონაწილეობს და სწავლობს მის ბიოქომიას და მოლეკულურ მექანიზმებს. ყველა იძახის, რომ

დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია ორ რაღაცაზე: პირველი, ეს არის სომატური პათოლოგია, მეორე ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ, რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

7 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39 პაციენტი, გარდაიცვალა 2 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]