weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა ვანის მუნიციპალიტეტში სპეციალური კონტროლის რეჟიმს აწესებს

14:11 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნას იგივე რეგულაცია, რაც სხვა დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, ჩატარდება პროაქტიული თერმოსკრინინგი. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის გასასვლელში მოწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი ახალი შემთხვევიდან ერთი ვანის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, უკვე დადგენილია გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მუშაობა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საზოგადოებას Covid-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული სტატისტიკა გააცნო.

„როგორც თქვენთის ცნობილია, დღეს საქართველოში გვყავს 208 ადამიანი დადასტურებული კორონავირუსით, ასევე, 48 გამოჯანმრთელებული, 4682 ადამიანი იმყოფება კარანტინში და 375 სტაციონარში, ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, გვაქვს 3 ლეტალური შემთხვევა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]