weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვემო სვანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

22:43 ოთხშაბათი, 08 აპრილი 2020

ლენტეხში 50 წლამდე ასაკის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა დაუდასტურა. ინფიცირებული ლენტეხის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, საიდანაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ან საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგის ლამზირა ბენდელიანის ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის სპეციალისტები ინფიცირებული პირის კონტაქტებს იკვლევენ.

ეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

ლენტეხში შესაძლოა სპეციალური კონტროლის რეჟიმი დაწესდეს

საქართველოში კორონავირუსის 211 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი, გარდაცვლილია 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 4559 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 353 პირი.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს. ჩაკეტილია მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სპეციალური კონტროლის რეჟიმი დაწესდა ვანის მუნიციპალიტეტში.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დამატებითი რეგიონების საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებაზე დღეს განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]