weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს ნიღბები ეფექტურად იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან - იმნაძე ქართულ პირბადეებზე

18:45 პარასკევი, 10 აპრილი 2020
ინტერპრესნიუსის ფოტო ინტერპრესნიუსის ფოტო

„მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ მოსწონს ხოლმე ასეთი რამეები. გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არა თუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია.

ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, ერთ-ერთი დაავადების გავრცელების დრის, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი“, ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ, აი, ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად.

ჩვენ ექიმებს ვურჩევთ გამოიყენონ რესპირატორი N95, მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არა თუ მოსახლეობამ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში 9 აპრილიდან იყიდება. პირბადეები პირველ რიგში მარნეულის, ბოლნისისა და ვანის რაიონების აფთიაქებს მიაწოდეს, სადაც ეპიდსიტუაციის გამო სპეციალური კონტროლის რეჟიმია. თითო მომხმარებელზე მაქსიმუმ სამი ცალი პირბადე გაიცემა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საწყის ეტაპზე სააფთიაქო ქსელებს 400 ათასი პირბადე მიეწოდება და დაახლოებით ორ დღეში საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდება. საუბარია - „ავერსის“, „ჯიპისის“, „პსპ“-სა და „ფარმადეპოს“ ქსელებზე. მინისტრის განმარტებით, მოქალაქეები ქართული წარმოების პირბადის შეძენას აღნიშნულ აფთიაქებში ყველაზე გვიან, შაბათს შეძლებენ.

აფთიაქებში პირბადის ფასი 50 თეთრია. „ეს არის ფასი, რომლის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს და პრაქტიკულად, თვითღირებულების ნახევარ ფასად - 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

8 აპრილის 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაიცვალა 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]