weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთის 4 სოფელში კორონავირუსით 20 ადამიანია ინფიცირებული

12:29 ორშაბათი, 13 აპრილი 2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში დღევანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსი უკვე 20 პირს დაუდასტურდა. ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 350-ზე მეტი ადამიანი გამოვლენილია და მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ  ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. თერმოსკრინინგს ოთხივე სოფლის ყველა მოსახლე გაივლის.

ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ სოფლების მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფაში. ოთხივე სოფელში 11 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ჩაკეტილ სოფლებში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ მათ მიერ მიწოდებული მასალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]