weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, 6 თვე 150 ლარიან სუბსიდიას მიიღებს

14:00 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 150 ლარის ოდენობით უმუშევრობის სუბსიდია გაიცემა მათზე, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სამსახური დაკარგა. ეს მიმართული იქნება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ეს შეწყვიტეს, რადგან ბიზნესი დაიხურა, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დაეხმარება იმ კომპანიებსაც, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და შედეგები, ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ლარმა 6 მარტის შემდეგ, დოლართან მიმართებაში 14%-იანი ინფლაცია განიცადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება. ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671 000 აბონენტს დაუფინანსდება. დაფინანსება მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით, 2020 წლის პირველ ნოემბრამდე, კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

ხელისუფლებამ განახორციელა 9 ძირითადი საიმპორტო საქონლის ფასის დაზღვევა, მათ შორის არის: ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა. გარდა ამისა, შექმნის ამ პროდუქციის მარაგს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად. მისივე თქმით, ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს რეალური და არა - ფორმალური.

„სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო.

პირველი მიზეზი - საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება. მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებულ სახელფასო კომპენსაციას, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს, ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]