weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსხვილ ქალაქებში შეიძლება სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს - გახარია

18:06 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

„რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ჩვენს ტრადიციებს, სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლისთვის, ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ. ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა ჩვენს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა“, - აღნიშნა გახარიამ.

15 აპრილის, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით. აქამდე ჩაკეტილი იყო მარნეული, ბოლნისი და ლენტეხი. ასევე, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელდეს. დღეისათვის საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდეა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]