weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს - გამყრელიძე

23:27 ხუთშაბათი, 16 აპრილი 2020

„ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებას, ყველა იმ მითითებას, თუ რეკომენდაციას, რასაც საქართველოს მთავრობა იძლევა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და დღეს თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ეტაპია გრძელი, 3 თვიანი დაუღალავი მუშაობის, ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს, ყველა სტრუქტურის, რომ ამ დრომდე მაქსიმალურად შეაკავეს ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. მისივე განცხადებით, ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა, ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მომზადებულიყო.

„დღეს, ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი იარაღია.

არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და არ იქნება ის, კიდევ დაახლოებით წლის ბოლომდე. არ არსებობს მისი ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს. დიდი იმედი გვაქვს ექიმებს და მეცნიერებს, რომ ეს პრეპარატი იქნება, დიახ, მაგრამ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში.

მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში. ის, რაც დღეს არის მთელ მსოფლიოში, უკვე 2 მილიონზე მეტი დაინფიცირებული, 135 ათასზე მეტი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანი, სიკვდილიანობის პროცენტი მომატებული ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც გახლავთ იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რომლებიც ბევრად ძლიერნი არიან ეკონომიურად, ვიდრე ჩვენ. ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემებია. ეს არ არის დასამალი, ვიდრე ჩვენ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ შევიდეთ ამ სპირალში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის. ჯერჯერობით, საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეს თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო მეტი გვერდზე დგომაა საჭირო. განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ წინასააღდგომო პერიოდში. 

ძალიან მიჭირს ყოველთვის, ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ არ გადამიბიჯებია ჩემი პასუხისმგებლობისთვის, ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. 

წელს, ეს აღდგომა გადავიაროთ, უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ესეთი პანდემია არ ყოფილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვირუსთან ბრძოლის მხოლოდ ერთი იარაღი არსებობს, არ შეიკრიბოს ბევრი ადამიანი ერთ ადგილზე, იქნება ეს სახლში, ტაძრებში თუ სადმე სხვაგან. 

„უმორჩილესად გთხოვთ, ეს 4 დღე კრიტიკულია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მომავალი 7 დღე, ჩვენთვის ყველასთვის განსაკუთრებულად დიდი ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როდესაც ჩვენ, ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და ვაგებდით მათ ხსოვნას პატივს. დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ იმისთვის, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ის, რაც არ დავასახელებ იმ ქვეყნებს, სადაც ეს პროცესი სავალალოდ წარიმართა და სადაც დღესაც ასეულობით ადამიანიც კი იღუპება, სამწუხაროდ, ყოველდღიურად. ჩვენ, ქართველებს არ გვჭირდება ეს და ძალიან გთხოვთ, ყველას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად ამ მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში, რომ ისევ და ისევ ამ ტემპით წავიდეს ინფექციის მატება. ამას მოერევა ქვეყანა. ამ ადამიანებს განკურნავს ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი ექიმები განკურნავენ მათ და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია, აღდგომა და ისევ ჩვენ, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, ამ ძალიან დიდ გამოწვევაზე, რომელიც დღეს არსებობს სამყაროს წინაშე და მათ შორის საქართველოშიც, რომელიც გახლავთ ცივილიზებული სამყაროს წევრი.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა ცივი გონებით შეხვდება ჩემს მოწოდებას და არ გამაკრიტიკებენ იმისთვის, რაზეც დღეს ვსაუბრობ, ამ ძალიან მძიმე თემაზე, მაგრამ ეს საჭიროა, დამიჯერეთ. მე 40 წლიანი საექიმო გამოცდილება მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობა და როგორ უჯერებენ ისინი ყოველთვის ექიმს, დაგვიჯერეთ დღესაც ექიმებს“, -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]