weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბაჩო ქათამაძე დააკავა

23:24 კვირა, 19 აპრილი 2020

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩო ქათამაძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 19 აპრილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილებაში შევიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო.

ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბაჩო ქათამაძე ცხელ კვალზე დააკავა. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძარი 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. ცეცხლის წაკიდებამდე ბიბლიოთეკის შენობის წინ მოქალაქე ბაჩო ქათამაძე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და თქვა, რომ ნახა საიდან ვრცელდება კორონავირუსი და ბუდეს დემონტაჟს უტარებს. ქათამაძემ შემდეგ მობილური ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, გაისმა შუშის მსხვრევის ხმა და მალევე გამოჩნდა, რომ ბიბლიოთეკა იწვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბაჩო ქათამაძე ცხელ კვალზე დააკავეს, არადა ფეისბუკში ქათამაძეს ბოლო პოსტი 21:30 საათზე აქვს გამოქვეყნებული.

"პატრიარქო, წმინდანო, ეხლავე მოვდივარ, დამადგი თავზე ის, რაც მეკუთვნის უფლისგან ნაბოძები, რათა ზრდილობა ვასწავლო ყველას. არა აქ მნიშვნელობა ვინაა ის, ღარიბი თუ მდიდარი. გახარია მითხარი რაზე მოგიწერო ხელი და მიხედე საქმეს!!!", - წერს ქათამაძე.

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 2020 წლის 30 იანვარს თავს სწორედ ბაჩო ქათამაძე დაესხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]