weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში კარანტინში 50-მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა

22:16 ორშაბათი, 20 აპრილი 2020

ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, საკვებით 50-მდე ადამიანი მოიწამლა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სამედიცინო დახმარება 2 პირს დასჭირდა, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი იყო. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი საწარმო ამარაგებს. მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს.

სასტუმროში მყოფთაგან 19-მა სასტუმრო დღეს დატოვა, რადგან მათ საკარანტინო პერიოდი ამოეწურათ და covid 19 არ დაუდასტურდათ, ნაწილი კი ხვალ დატოვებს.

20 აპრილის 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 402 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95, გარდაცვლილია 4. კარანტინის რეჟიმშია 4782 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 503 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]