სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში დღეს, დილით, 06:08 საათზე მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ახალსოფელში იყო, ქალაქ ყვარლიდან 9 კილომეტრში. მიწისქვეშა ბიძგები 10 საათზეც განმეორდა და კახეთის სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა.
სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
20 აპრილს, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში, დაღესტანში. 17 აპრილს კი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, ჩეჩნეთში. მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო.