weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

17:13 სამშაბათი, 21 აპრილი 2020

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობ 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, 27 აპრილიდან, ორშაბათიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

ჩაკეტილია მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები, ასევე, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. 

21 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 95, გარდაცვლილია - 4, კარანტინის რეჟიმშია - 4816 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]