weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიაში მესაზღვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახს პოლიცია იცავს

19:39 სამშაბათი, 21 აპრილი 2020

მესტიის რაიონის სოფელ ჟაბეშში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის, 36 წლის ბესიკ იოსელიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მესაზღვრის, ბესიკ ნავერიანის ოჯახსა და სახლს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შურისძიების მიზნით, შესაძლოა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახს თავს დაესხნენ.

მოკლულის მეუღლე ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ითხოვს, მკვლელობაზე რეაგირება მხოლოდ პოლიციამ მოახდინოს.

„მე არაფერი მიშველის ახლა, არაფერი გაამთელებს ჩემს ტკივილს. მხოლოდ მინდა რომ პოლიცია ჩაერიოს, სხვას არაფერი ევნოს, სხვისი ცოდვა არ იყოს კიდევ დამატებული ამხელა საცოდაობას, ჩემს გასაჭირს. ყველას ვთხოვ, რომ მხოლოდ პოლიციამ მიხედოს, მათ გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ“, - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის ცოლმა.

მკვლელობა 20 აპრილს, სოფელ მულახში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ბესიკ ნავერიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელი, 36 წლის ბესიკ იოსელიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ბესიკ იოსელიანი სასაზღვრო პუნქტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბესიკ ნავერიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ორივე მათგანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. შელაპარაკების შემდეგ ისინი გარეთ გავიდნენ, რა დროსაც მკვლელობა მოხდა. მკვლელობის შემდეგ ბესიკ ნავერიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ტყეში გაიქცა და ამ დრომდე ვერ დაუკავებიათ.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]