weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყინწვისის მონასტერში მომხდარ დაპირისპირებას შსს 236-ე მუხლით იძიებს

12:39 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისის მამამათა მონასტერში გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს ამ მუხლით რა ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამათა მონასტრის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი იობი აქიაშვილი სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და რომელიმეს დაჭრას არ ადასტურებს.

საქართველოს საპატრიარქოში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

არ ვარ დაჭრილი - ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]