weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულში მოსახლეობა აქციას მართავს ბოსტნეულის რეალიზაციის მოთხოვნით

13:38 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

მარნეულის სოფლების აღმამედლოს, არაფლოს და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს ბოსტნეულის რეალიზაციის მოთხოვნით. ადგილობრივები სოფელ იმირში შეიკრიბნენ მუნიციპალიტეტის მერთან შესახვედრად. ისინი იმირში სხვადასხვა სოფლებიდან ფეხით ჩავიდნენ.

„რამდენიმე ტონა კიტრი გვაქვს სახლებში, ლპება და გაყიდვას ვერ ვახერხებთ. გზები დაკეტილია, გასვლის უფლებას არ გვაძლევენ, არც არავის გააქვს“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარნეულის სათემო რადიოს პირდაპირ ეთერში.

 

 

აქციის მონაწილეების თქმით, ბოსტნეულის რეალიზაციის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას მანამდეც სთხოვეს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ.

„მარნეულის მასშტაბით სასოფლოს სამეურნეო პროდუქციის გატანის პროცესი აქტიურად გრძელდება. ჩვენს დღეს დაახლოებით 5-6 სოფელში ვიყავით, საიდანაც პროდუქციის გატანა მოხდა. მადლონა მინდა ვუთხრა კომპანია „ჯიბეს“, რომელსაც გააქვს პროდუქცია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოყვანილი ბოსტნეული მუნიციპალიტეტის გარეთ გავიდეს“, - აღნიშნა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა დღეს მთავრობას მოუწოდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებიდან სოფლის მეურნეობის ტვირთის გამოტანის, ჩაბარების და რეალიზების პროცესი მთავრობის მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებაროს და ადგილობრივი თემის კონსულტაციების გზით ეს პროცესი უფრო სამართლიანი და ადეკვატური გახდეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები 23 მარტს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც მარნეულში კორონავირუსის შემთხვევა და სავარაუდოდ, შიდა გადაცემის ფაქტი დადასტურდა. ორივე მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. აიკრძალა შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით აიკრძალა გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ. საგანგებო წესრიგის დაცვა პოლიციას დაევალა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98, გარდაცვლილია - 5, კარანტინის რეჟიმშია - 5160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პაციენტი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]