weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო თერჯოლის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

19:21 ხუთშაბათი, 23 აპრილი 2020

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.

„გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 - ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“ - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

სოფელ ღვანკითში 2400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეზინფექციას და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]