weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესაზღვრის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ნავერიანი პოლიციას ჩაბარდა

19:32 ხუთშაბათი, 23 აპრილი 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მესაზღვრის, 36 წლის ბესიკ იოსელიანის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ნავერიანი, რომელიც ასევე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, სამართალდამცავებს ჩაბარდა.

პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]