weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება - გახარია

18:07 პარასკევი, 24 აპრილი 2020

„სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება. ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ამასთან, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტურად გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად დანერგა. ეს გვაძლევს საშუალებას, დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება. შესაძლებელია, მხოლოდ იყოს გადავადება, მაგრამ ეროვნული გამოცდების მექანიზმი სრულად იქნება შენარჩუნებული“, - აღნიშნა პრემიერმა და განმარტა, რომ

მისივე თქმით, განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაცია ცალკე გაკეთდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს. 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. 17 აპრილიდან ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია.

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 132; გარდაცვლილია - 5; კარანტინის რეჟიმშია - 5888 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]