weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2020 წლის სამ თვეში ავარიების შედეგად 134 ადამიანი დაიღუპა, 1610 დაშავდა

22:54 პარასკევი, 24 აპრილი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით), დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1610 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით წელს დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა 5%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი შემცირდა 9,5%-ით. აღსანიშნავია, რომ თბილისში დაიღუპა 25 ადამიანი, ხოლო 721 პირი კი დაშავდა.

შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დედაქალაქის შემდეგ იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 134 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აჭარაში კი 105 შემთხვევა.

ავტოავარიაში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში - 32 პირი.

2020 წლის პირველ კვარტალში 0-16 წლამდე 8 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა. გარდაცვლილია 33 ქვეითად მოსიარულე და დაშავებულია – 349 ქვეითი.

საგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები კი შემდეგია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]