weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა თვითდასაქმებულ პირებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება

23:39 პარასკევი, 24 აპრილი 2020

„როდესაც მოხდება თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ერთჯერადად 300 ლარით დაეხმაროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„არის ასევე საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თავიანთ თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან ოფიციალურ ბაზებსა და წყაროებში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ, როდესაც მოხდება ასეთი ადამინების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 მილიონი ლარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება. ამ დახმარებით სარგებლობას შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის 460 მილიონი ლარის ხარჯს ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]