weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აღარ ველოდებით, რომ გვქონდეს პიკი, უკვე გვაქვს პლატო - ტიკარაძე

13:08 სამშაბათი, 28 აპრილი 2020

„ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ საქართველოში არ გვქონოდა პიკი და ჩვენ შეგვძლებოდა გვემართა ვირუსი და გვქონოდა პლატო. დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს დააანონსებული პიკი, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, ჩატარებული იყო არაერთი ღონისძიება მთავრობის მხრიდან და ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იყო შესრულებული ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ყოველივე ამან გამოიწვია ერთობლივი შედეგი. შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შემდეგი მოლოდინიც არის უკვე ამ პლატოზე ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ზიანი და ჩვენ შევძლოთ, ჯანდაცვის სექტორში ისე ვმართოთ ეს ღონისძიებები, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და ზრდა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156, გარდაცვლილია 6, კარანტინის რეჟიმშია 5085 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 558 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]