weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გერგეტის სამების გზის რეაბილიტაცია დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

11:54 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ სტეფანწმინდა – გერგეტის სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ 1 – კმ 5.661 მონაკვეთის რეკონსტუქცია-მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, აღნიშნული გზის კმ 2-კმ 3.44 მონაკვეთზე, 2017 წლის 25 ივლისიდან 30 აგვისტომდე, ყოველდღიურად 20:00 საათიდან 14:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც „რეგინფოს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივების ნაწილმა პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.

„ის პირები, ვინც „დელიკებით“ ემსახურებიან ტურისტებს და ქვემოდან ეკლესიაში აჰყავთ თანხის გადახდის სანაცვლოდ, გზის რეაბილიტაციის წინააღმდეგები იყვნენ და არიან. მათ მიაჩნიათ, რომ შემოსავალს დაკარგავენ, რადგან გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილიც შეძლებს გერგეთის სამების ეკლესიამდე მისვლას. ახლა, როცა სამუშაოები დაიწყო, მოძრაობის ორგანიზება ძალიან გვიჭირს, გერგეტის დავთალიერების მსურველი ბევრია, დელიკებიც მოძრაობენ და სამშენებლო კომპანიის სატვირთო მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ჩვენ გვინდა რომ არც ადგილობრივებს შეეშალოთ ხელი და არც მშენებლებს. ამიტომ, საღამოს 8 საათიდან მომდევნო დღის 2 საათამდე მოძრაობა აიკრძალა და ამ პერიოდში სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, მაგრამ ვერ დასრულდება, რადგან მშენებლები სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებენ. გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

სტეფანწმინდა - გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის სიგრძე 5,66 კილომეტრია. ეკლესიამდე ასასვლელად ტურისტები მაღალი გამავლობის მანქანებს ქირაობენ. „ნივის“ დაქირავება 30-40 ლარი ღირს, „დელიკის“ 50-70 ლარი.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]