weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლენტეხსა და ხაშურის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია

17:36 სამშაბათი, 28 აპრილი 2020

28 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია, ორივე გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების, ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღეიდან, სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში მოხსნილია და 28 აპრილიდან იქ მოქმედებს ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე“,- ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

კარანტინია ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ბოლნისსა და მარნეულში. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. თუ სპეციალისტების მხრიდან ასეთი რეკომენდაციები იქნება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირებითაც, საკარანტინო რეჟიმები იქაც მოიხსნება“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]