weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს

19:12 სამშაბათი, 28 აპრილი 2020

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს კობა კობაიძეს (იგივე დავით აქიაშვილს) ბრალი წაუყენა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის.

საქმე ეხება გორის რაიონის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ

20 აპრილს, საღამოს საათებში, კობა კობაიძემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვრის საბა ჟღენტის მიმართულებით. საბა ჟღენტი ავტომობილით მოძრაობდა. მან შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

სამართალდამცველებმა კობა კობაიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის განცხადებით, კობა კობაიძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, „ანუ ბრალს არ აღიარებს. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია - საქმეში იარაღი არ არსებობს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შემეძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ“.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დავით აქიაშვილი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც წინამძღვრებს შორის კონფლიქტისა და მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა. რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსმა იობი აქიაშვილმა მაშინ „რეგინფოსთან“ საუბარში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება უარყო.

ბრალდებული კობა კობაიძე რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, მისი შვილობილია და ამიტომაც ატარებს მის გვარს.

ჟურნალისტებთან საუბარში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი საბა ჟღენტი აცხადებდა, რომ მან არ იცოდა, რატომ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტზე იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის მუხლით გამოძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ოპერაცია, საიდან ამოიღო ის იარაღი, ვის ჰქონდა იარაღი მე არ ვიცი. შსს ბევრ სამუშაოს ატარებს და ბევრგან აქვს იარაღი ამოღებული, მე რომ ეგ ყველაფერი ინფორმაცია მქონდეს, მაშინ ტაძრის წინამძღვარი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვიქნები და მეცოდინებოდა რომელი იარაღი საიდან ამოიღეს და რა მუხლით ამოიღეს“, - განაცხადა სასულიერო პირმა ტვ პირველთან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]