weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება

17:07 ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020

სოციალური დისტანცირების პირობებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება.

საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  აუდიტორიას ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან. სტატუს შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება და მათზე დასწრება თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ: https://www.statusevents.ge/

ბედნიერებისა და ჭეშმარტიების კავშირი, მოვალეობითი მორალი, წერის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, აღმოსავლური ტრადიცია, გასტრონომია საქართველოში, სახლის მცენარეების მოვლა - ამ და სხვა აქტუალურ თემაზე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს უკვე ესაუბრნენ ლევან გიგინეიშვილი, დათო ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, პაატა პაპავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ, კი ვინც შეხვედრას ვერ ესწრებიან, შეუძლიათ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს სტატუს შეხვედრების ონლაინ პლატფორმაზე გაეცნონ - https://www.statusevents.ge/videos

საგანმანათლებლო პროექტი - თიბისი სტატუს შეხვედრები 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანებისთვის სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების საშუალების მიცემაა.

სტატუს შეხვედრებს უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ონლაინ პლატფორმას კი ყოველდღიურად 100-ობით მომხმარებელი სტუმრობს.

R - თიბისის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]